თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ფეისბუკი)
| საიტი | facebook.com |
|---|---|
| საიტის ტიპი | სოციალური ქსელი |
| რეგისტრაცია | აუცილებელი, უფასო |
| ხელმისაწვდომი ენა | მრავალენოვანი |
| მფლობელი | Facebook, Inc. |
| შემქნელი | მარკ ცუკერბერგი კრის ჰიუზი დასტინ მოსკოვიცი ედუარდო სავერინი |
| შემოსავალი | 5.1 მილიარდი აშშ დოლარი (2012 წლის მონაცემებით[1]) |
Facebook — სოციალური ქსელი, რომელსაც ფლობს Facebook, Inc[2]. მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ მეგობრები და გაგზავნონ მესიჯები, შექმნან და განაახლონ მათი პერსონალური პროფილები, რომ შეატყობინონ მის შესახებ მეგობრებს. ამასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს ქალაქის, სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით.
Facebook დააარსა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერებისსტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს[3].
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Facebook
Одноклассники.ru
თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ოდნოკლასნიკი.რუ)
| საიტი | Odnoklassniki.Ru |
|---|---|
| საიტის ტიპი | სოციალური |
| რეგისტრაცია | უფასო |
| ხელმისაწვდომი ენა | რუსული, უკრაინული,ქართული, უზბეკური,რუმინული, ინგლისური,აზერბაიჯანული,სომხური |
| მფლობელი | ალბერტ პოპკოვი (31,9%), ირინა პოპკოვა (31,8%), Ou Tobias (18,3%), Digital Sky Technologies (18%) |
| შემქნელი | ალბერტ პოპკოვი |
Одноклассники.ru (www.odnoklassniki.ru, ოდნოკლასნიკი.რუ) — სოციალური ქსელის ტიპის საიტი, რომელზეც შესაძლებელია მეგობრებისა და თანაკლასელების პოვნა, მათი საკუთარ სიებში დამატება, ონლაინ თამაშების თამაში, სურათების გამოქვეყნება (ასევე მათი შეფასება ხუთბალიანი სისტემით და მათი კომენტირება).
საიტი ამუშავდა 2006 წლის 4 მარტს და წარმოადგენს ამერიკული Classmates.com–ის ანალოგს. საიტი ძირითადად პოპულარულია ყოფილ სსრკს ქვეყნებში. 2013 წლის 1 იანვრის მონაცემებით საიტზე დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 205 მლნ მომხმარებელი.[1].
საქართველოში Одноклассники.ru–ს მომხმარებელთა მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა 2009 წელს, როდესაც საიტი Alexa Internet-ის რეიტინგით პირველი იყო საქართველოდან მოხმარებულ საიტებს შორის.2011 წლისთვის Одноклассники.ru–მა კონკურენციის შედეგად ქართული ბაზრის უდიდესი წილი Facebook-თან დაკარგა და 5–ე პოზიციაზე გადაინაცვლა [2].
თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ტვიტერი)
| საიტი | twitter.com |
|---|---|
| სლოგანი | ინგლ. What's happening? ქართ. რა ხდება? |
| საიტის ტიპი | სოციალური ქსელი, მიკრობლოგინგი |
| რეგისტრაცია | აუცილებელი |
| ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური, ესპანური,კორეული, იაპონური,გერმანული, ფრანგული,იტალიური |
| მფლობელი | Twitter Inc. |
| შემქნელი | ჯეკ დორსი, ევან უილიამსი, ბიზ სტოუნი |
| შემოსავალი | 140 მლნ აშშ დოლარი (2010)[1] |
Twitter — ვებ-საიტი, რომელსაც ფლობს Twitter Inc. იგი მოიცავს სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგისსერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 140-მდე სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.
მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის, თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის მეშვეობით[2]. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობსსან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა დაბოსტონში.
2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65 მილიონ შეტყობინებას.[3] ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-ს უწოდებენ.[4]
YouTube
თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იუთუბი)
| ამ სტატიას ან სექციას გრამატიკული გამართვა სჭირდება. გთხოვთ გააუმჯობესოთ ეს სტატია სტილის სახელმძღვანელოს მიხედვით. |
| YouTube იუთუბი | |
|---|---|
| ტიპი: | შვილობილი კომპანია, შპს |
| დევიზი: | ინგ. Broadcast Youself ქართ. იმაუწყებლე შენით |
| დაფუძნდა: | 14 თებერვალი, 2005 |
| დამაარსებელი: | ჩად ჰარლი, სტივ ჩენი, ჯოუდ კარიმი |
| მდებარეობა: | სან ბრუნო, კალიფორნია |
| მფლობელი: | |
| საიტი: | YouTube.com |
YouTube (წარმოითქმის იუთუბი) — ვიდეო საიტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს მუსიკალური ვიდეოები. 2005 წლის თებერვალში[1], PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა იუთუბი, ხოლო 2006 წლის ნოემბერში გუგლმა შეიძინა იგი $1.65 მილიარდად და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლზე დაქვემდებარებული კომპანია. კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში,კალიფორნიაში და იყენებს Adobe Flash Player და HTML5 ტექნოლოგიას მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპები, მუსიკალური კლიპები, ასევე სამოყვარულო მასალები, როგორებიცაა ვიდეო ბლოგირება და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. იუთუბზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები, თუმცა მედია კორპორაციები, მათ შორის CBS, BBC, UMG და სხვა ორგანიზაციები თავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ ნაწარმს საიტის მეშვეობით, იუთუბთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში[2].
დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როდესაც დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით და მათზე კომენტარების დაწერა. ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვს ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას, პორნოგრაფიას,საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია იუთუბის სერვისის წესდებით. დარეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშებს შეგვიძლია ვუწოდოთ „არხები“[3].
კომპანიის ისტორია[რედაქტირება]
იუთუბი დააარსა PayPal-ის ყოფილმა სამმა თანამშრომელმა: ჩად ჰარლიმ, სტივ ჩენიმ და ჯოუდ კარიმიმ. ჰარლი სწავლობდა დიზაინს პენსილვანიის ინდიანას უნივერსიტეტში, ხოლო ჩენი და კარიმი ერთად - საინფორმაციო მეცნიერებას ილინოისის უნივერსიტეტი ურბანას დაბლობში[4].
მედიაში გავრცელებული ცნობით, ჩად ჰარლიმ და სტივ ჩენმა იუთუბის შექმნის იდეა 2005 წლის დასაწყისში დაამუშავეს, შთამაგონებელი აღმოჩნდა სან ფრანცისკოში ჩენის დაბადების დღის წვეულების სადილზე გადაღებული ვიდეოს გავრცელების პრობლემა. ჯოუდ კარიმი არ ესწრებოდა წვეულებას და უარჰყოფს ყოველივეს. ჩად ჰარლის კომენტარით: იუთუბის შექმნის იდეა სადილის შემდეგ, „შეიძლება იყოს ძალიან გაზვიადებული მარკეტინგული თვალსაზრისით, ადვილად გადასაყლაპი ისტორიის შექმნისას“[5].
იუთუბმა მოღვაწეობა თავდაპირველად $11.5 მილიონიანი კაპიტალდაბანდებით დაიწყო, რომელიც გამოყოსექვოია კაპიტალმა 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის აპრილამდე პერიოდში[6]. იუთუბის ადრინდელი სათავო ოფისი განთავსებული იყო პიცერიისა და იაპონური რესტორნის თავზე სან მატეოში, კალიფორნია[7]. დომენური სახელი „
www.youtube.com“ 2005 წლის 15 თებერვალს გააქტიურდა და მომდევნო რამდენიმე თვეში ჩამოყალიბდა საიტიც[8]. პირველი ვიდეო იუთუბზე იყო სახელად „Me at the zoo“ („მე ზოოპარკში“), რომელიც გვიჩვენებს თანადამაარსებელს ჯიუდ კარიმს სან დიეგოს ზოოპარკში[9]. ვიდეო აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს და დღესაც შესაძლებელია მისი ნახვა საიტზე[10].
იუთუბმა საზოგადოებას საიტის საცდელი ვერსია 2005 წლის მაისში შესთავაზა, ექვსი თვით ადრე, სანამ ოფიციალურად ამუშავდებოდა ამავე წლისნოემბერში. საიტი სწრაფად განვითარდა და 2006 წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად საიტზე 65,000-ზე მეტი ვიდეო იტვირთებოდა და 100 მილიონზე მეტ ვიდეოების ყურებას ფიქსირდებოდა[11]. საბაზრო კვლევის კომპანიის, „comScore“-ის გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იუთუბი არის ონლაინ ვიდეოების გაბატონებული მომწოდებელი აშშ-ში, საბაზრო წილის 43 პროცენტით და 6 მილიარდზე მეტი ვიდეოების ყურებით, რაც დაფიქსირდა 2009 წლის იანვარში[12]. დათვლილია, რომ ყოველ წუთში საიტზე იტვირთება 20 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები, რომლის დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის აშშ-ის გარედან[13][14]. „Alexa“-მ შეაფასა იუთუბი რიგით მესემე ყველაზე ნახვად საიტად ინტერნეტში, გუგლისა და Facebook-ის შემდეგ[15][16].
სახელის „
www.youtube.com“-ის შერჩევამ პროექტს პრობლემები შეუქმნა მსგავსი სახელწოდების საიტთან „www.utube.com“-თან. საიტის მფლობელმა„Universal Tube & Rollform Equipment“-მა უჩივლა იუთუბს სასამართლოში, მას შემდეგ რაც მისი საიტი იუთუბზე შემსვლელთა მსურველებით გადაიტვირთა. „Universal Tube“-მა შემდგომ შეიცვალა სახელი და დაირქვა „www.utubeonline.com“[17][18].
2006 წლის ოქტომბერში, „Google Inc.“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იუთუბის შესყიდვის შესახებ $1.65 მილიარდად. შეთანხმება საბოლოოდ შედგა 13 ნოემბერს[19]. გუგლს არ მოუწოდებია დეტალური ციფრები იუთუბის მიმდინარე ღირებულებაზე და იუთუბის წლიური შემოსავალი 2007 წელს იყო აღნიშნული, როგორც „არა მატერიალური“ მარეგულირებელ დოკუმენტებში[20]. 2008 წლის ივნისში, გაზეთ Forbes-მა იუთუბის 2008 წლის ბრუნვა შეაფასა $200 მილიონად.[21].
2008 წლის ნოემბერში, იუთუბმა ხელშეკრულება გააფორმა შემდეგ კომპანიებთან: „MGM“, „Lions Gate Entertainment“ და „CBS“, რის შემდეგაც მათ ეძლეოდად უფლება აეტვირთათ საიტზე სრულმეტრაჟიანი ფილმები და სატელევიზიო შოუები რეკლამებთან ერთად. ეს ნაბიჯი განზრახული იყო იმისთვის, რომ შეექმნათ „Hulu“-ს მაგვარი საიტი, რომელიც წარმოადგენს მასალებს ცნობილი კომპანიებიდან: „NBC“, „Fox“ და „Disney“[22][23].
2009 წლის 9 ოქტომბერს, იუთუბის შეძენის მესამე წლისთავზე, ჩად ჰარლიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია თავის ბლოგზე, რომ იუთუბზე კვლავ ფიქსირდება დღეში მილიარდზე მეტი ვიდეოების ნახვა მსოფლიოს მასშტაბით[24].
In March 2010, YouTube began free streaming of certain content, including 60 cricket matches of the Indian Premier League. According to YouTube, this was the first worldwide free online broadcast of a major sporting event.[25]
On March 31, 2010, the YouTube website launched a new design, with the aim of simplifying the interface and increasing the time users spend on the site. Google product manager Shiva Rajaraman commented: "We really felt like we needed to step back and remove the clutter."[26] In May 2010, it was reported that YouTube was serving more than two billion videos a day, which it described as "nearly double the prime-time audience of all three major US television networks combined."[27]In October 2010, Google published its third quarter financial results for the year, which stated that YouTube was serving two billion videos a week accompanied by advertising.[28]
In October 2010, Hurley announced that he would be stepping down as chief executive officer of YouTube to take an advisory role, and that Salar Kamangar would take over as head of the company.[29]
საზოგადოებრივი გავლენა[რედაქტირება]
2005 წლამდე, სანამ იუთუბი დაიწყებდა მუშაობას, მხოლოდ რამდენიმე მეთოდი არსებობდა ჩვეულებრივი კომპიუტერის მომხმარებლისთვის, რომ განეთავსებინა საკუთარი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში. ადვილი და უბრალო ინტერფეისით, იუთუბმა ყველას, ვისაც აქვს ინტერნეტთან კავშირი, მისცა საშუალება წარედგინათ თავიანთი ვიდეო უდიდესი აუდიტორიისათვის, რომლებსაც ვიდეოს ნახვა შეეძლოთ რამდენიმე წუთში. იუთუბის მრავალფეროვანმა თემატიკამ ვიდეო გაზიარება ინტერნეტის კულტურის ყველაზე მნიშნელოვან ნაწილად გადააქცია.
საზოგადოებრივი გავლენის თავდაპირველი მაგალითი იყო „Bus Uncle“-ის (ავტობუსის ბიძა) წარმატება 2006 წელს. ის გვიჩვენებს ახალგაზრდა და უფროს მამაკაცს შორის გაცხარებულ დებატებს ჰონგ კონგის ავტობუსში. შემდგომ ვიდეო ფართოდ იქნა განხილული მედიაში[30]. სხვა იუთუბის ვიდეო, რომელიც ფართო განხილვის საგანი გახდა, იყო guitar (გიტარა)[31], რომელშიც ნაჩვენებია Pachelbel's Canon-ს შესრულება ელექტრონულ გიტარაზე. შემსრულებლის სახელი არ არის მოცემული ვიდეოში, მაგრამ შემგომში, როდესაც მილიონობით ნახვა დააგროვა, The New York Times-მა გამოაშკარავა გიტარისტის პიროვნება. იგი იყო 23 წლის სამხრეთ კორეელი ლიმ ჯიონგ-ჰიუნი, რომელმაც ვიდეო საკუთარ საძინებელ ოთახში ჩაწერა[32].
2008 წელს იუთუბი Peabody-ის ჯილდოთი დაჯილდოვდა და მოხსენიებულია როგორც „Speakers' Corner-ი რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას.“[33][34].
კრიტიკა[რედაქტირება]
საავტორო უფლებებით დაცული მასალა[რედაქტირება]
იუთუბს ხშირად აკრიტიკებენ საავტორო უფლების დამრღვევი მასალის ატვირთვისგან არასაკმარისი დაცვის გამო. როდესაც ვიდეოს ტვირთავ იუთუბიზე, მომხმარებელის ეკრანზე ყოველთვის გამოდის მესიჯი:
„არ ატვირთოთ სატელევიზიო გადაცემები, მუსიკალური ვიდეოები, მუსიკალური კონცერტები ან რეკლამები უფლების გარეშე. საავტორო უფლებების გვერდი და საზოგადოების დირექტივები დაგეხმარებათ გაიგოთ, არღვევს თუ არა თქვენი ვიდეო სხვა პიროვნების საავტორო უფლებებს“[35]
. მიუხედავად ამ რჩევისა, საიტზე კვლავ ბევრი უუფლებო კლიპია ატვირთული სატელევიზიო შოუებიდან, ფილმებიდან და მუსიკალურ ვიდეოებიდან. იუთუბი არ ნახულობს ვიდეოებს ონლაინ სივრცეში განთავსებამდე და საავტორო უფლების მფლობელებს უტოვებს დაცული მასალი მოხსნა/არმოხსნის საკითხს, „ციფრული ეპოქის საავტორო უფლების შესახებ დადგენილების“ საფუძველზე.
ბევრმა ორგანიზაციამ, მათ შორის „Viacom“-მა, „Mediaset“-მა და ინგლისის პრემიერ ლიგამ საჩივარი შეიტანა იუთუბის წინააღმდეგ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ იუთუბი ძალიან ცოტას აკეთებს საავტორო უფლებებით დაცული ვიდეოების ატვირთვის საწინააღმდეგოდ[36][37][38]. „Viacom“-ი ითხოვს $1 მილიარდ დოლარს მიყენებული ზარალისთვის და აცხადებს, რომ აღმოჩენილი აქვს 150,000 უუფლებო კლიპი, რომლებიც 1.5 მილიარდჯერ არის ნანახი. მას შემდეგ, რაც „Viacom“-მა საჩივარი შეიტანი, იუთუბმა აამუშავა სისტემა სახელად „Video ID“, რომელიც ამოწმებს ატვირთულ ვიდეოებს საავტორო უფლებებით დაცული ვიდეოების ბაზასთან, რის მეშვეობითაც მცირდება უფლებების დარღვევა[39][40]. 2010 წლის 23 ივლისს, „Viacom“-ის სარჩელი „Google“-ს წინააღმდეგ არ იქნა მიღებული წინასაროცესო მოსმენაზე, იმის საფუძველზე, რომ „Google“ დაცულ იყო „ციფრული ეპოქის საავტორო უფლების შესახებ დადგენილებით“. მოგვიანებით „Viacom“-მა გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.[41]
2008 წლის აგვისტოში, აშშ-ის სასამართლომ საქმეში „Lenz v. Universal Music Corp.“ გადაწყვიტა, რომ საავტორო უფლების მფლობელს არ შეუძლია მოითხოვოს ონლაინ ფაილის წაშლა იმის გაურკვევლად, მასალა ჩაფიქრებული იყო თუ არა „სამართლიანი გამოყენებით“ გავრცელებისთვის. საქმეში გადიოდა სტეფანი ლენცი ქალაქ გალიცინიდან, რომელმაც პრინსის სიმღერა „Let's Go Crazy“-ზე მოცეკვავე, თავისი 13 წლის ვაჟის 29-წამიანი ვიდეო გადაიღო და იუთუბზე ატვირთა.[42]
საკამათო შინაარსი[რედაქტირება]
იუთუბს ასევე აკრიტიკებენ ბევრი ვიდეოს შეურაცხმყოფელი შინაარსის გამო. ცილისწამების, პორნოგრაფიის და კრიმინალის წამახალისებელი შინაარსის შემცველი ვიდეომასალის ატვირთვა იუთუბის მოხმარების წესებით აკრძალულია.[3] საკამათო ნაწილში ხვდება მაგალითად ჰოლოკოსტის უარყოფა დაჰილსბოროს ტრაგედია, ასევე შეთქმულების თეორიები და რელიგია.[43][44]
იუთუბი მომხმარებლებს ანდობს თავად მონიშნონ შეუფერებელი ვიდეოები, რომელსაც შემდგომ იუთუბის მუშაკები გადახედავენ - არღვევს, თუ არა მასალა საიტის მოხმარების წესებს.[3] 2008 წლის ივლისში, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის კულტურისა და მედიის კომიტეტმა განაცხადა, რომ „მოხიბლული არ იყო“ იუთუბის მასალის-კონტროლის სისტემით და რომ „შინაარსის წინასწარი გადახედვა სტანდარტულ პრაქტიკად უნდა იქცეს იმგვარი საიტებისთვის, რომლებიც მომხმარებლის მიერ შექმნილ მასალას ათავსებენ.“ იუთუბი ამ განცხადებას შემდეგით გამოეხმაურა: „ჩვენ გვაქვს მკაცრი წესები საიტზე დაშვებულ მასალაზე და სისტემა საშუალებას აძლევს ყველას შეუფერებელი მასალის ნახვისას, შეატყობინოს 24/7 გადახედვის გუნდს და მოახდინოს რეაგირება მყისიერად. ჩვენ ვასწავლით ჩვენს საზოგადოებას წესებს და ვათავსებთ პირდაპირ ბმულებს იუთუბის ყველა გვერდიდან, მომხმარებლებისთვის ამ პროცესის მაქსიმალურად გასაადვილებლად. ჩვენ საიტზე ატვირთული მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმ მცირე ოდენობის ვიდეოების წაშლის უზრუნველსაყოფად, რომლებიც წესებს არღვევენ.“[45]
ბლოკირება[რედაქტირება]
რამდენიმე ქვეყანას, მას შემდეგ რაც იუთუბმა დაიწყო მუშოაბა, მასთან მისაწვდომობა დაბლოკილი აქვს. მათ შორისაა: ჩინეთი, რომელმაც იუთუბი დაბლოკა სიძიანის არეულობის ამსახველი ვიდეოების გაუვრცელებლობისთვის[46][47], მაროკო (2008)[48] და ტაილანდი (2006-2007).[49] დღესდღეობით, იუთუბი დაბლოკილია თურქეთში, მას შემდეგ რაც ვიდეოებში მუსტაფა ქემალ ათათურქი შეურაცყვეს[50]. მიუხედავად დაბლოკვისა, თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანიმაღიარა ჟურნალისტებთან, რომ მათ კვლავ შეუძლიათ იუთუბს ესტუმრონ ღია პროქსის გამოყენებით[51].
2006 წლის 3 დეკემბერს, ირანმა დროებით დაბლოკა იუთუბთან მისაწვდომობა სხვა რამდენიმე საიტთან ერთად, მას შემდეგ რაც დაარღვიეს სოციალური და მორალური ეთიკის კოდექსი. შემდეგ იუთუბი კვლავ დაბლოკეს იმ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო ირანელი საპნის ოპერის ვარსკვლავის სექსი[52]. შემდგომში ბლოკი მოიხსნა, ხოლო 2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დაიბლოკა[53].
2008 წლის 23 თებერვალს, პაკისტანმა დაბლოკა იუთუბი ისლამური სარწმუნოების მიმართ „შეურაცხმყოფელი მასალის“ ატვირთვისათვის, კერძოდ წინასწარმეტყველის მაჰმადის კარიკატურების გამო[54]. პაკისტანმა ბლოკი მოხსნა საიტს იმავე წლის 26 თებერვალს[55]. ბევრმა პაკისტანელმა ამ სამი დღის განმავლობაში გამოიყენა ვირტუალური პირადი ქსელი და შეძლო იუთუბზე შესვლა[56].
ზოგი ქვეყნის სკოლებში იუთუბთან მისაწვდომობა დაბლოკილია - სტუდენტების მხრიდან ხულიგნური და რასისტული ქცევების, სკოლის ჩხუბებისა და სხვა შეუფერებელი შინაარსის ვიდეოების ატვირთვის პრევენციისთვის[57].
ტექნოლოგია[რედაქტირება]
ვიდეოს ფორმატი[რედაქტირება]
იუთუბის ვიდეოების დამკვრელი ტექნოლოგია საიტის მომხმარებლებისთვის დაფუძნებულია Adobe Flash Player-ზე. ეს ტექნოლოგია ვებ-გვერდზე ისეთი ხარისხის ვიდეოებს გვიჩვენებს, რომლის შედარება შეიძლება ისეთ ტექნოლოგიებთან, როგორებიცაა Windows Media Player, QuickTime და RealPlayer. ეს ჩვეულებრივ მოითხოვს, რომ მომხმარებელმა გადმოწერეს და დააყენოს ვებ ბრაუზერიზ პლაგინს, იმისთვის რომ ნახოს ვიდეო[58]. ფლეშ ვიდეოების ნახვა ასევე მოითხოვს პლაგინს, მაგრამ ვაჭორიბს გამოკვლევამ Adobe Systems-დან აღმოაჩინა, რომ Flash პლაგინი აყენია 95%-ზე მეტ პერსონალურ კომპიუტერზე[59].
სტანდარტული ანგარიშებიდან ატვირთული ვიდეოების ლიმიტი სიგრძეში არის ათი წუთი, ხოლო ზომაში 2 გბ[60][61]. როდესაც იუთუბმა დაიწყო მუშაობა 2005 წელს, შესაძლებელი იყო უფრო გრძელი ვიდეოების ატვირთვა, მაგრამ 10 წუთიანი ლიმიტი შემოიღეს 2006 წლის მარტში, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ გრძელი ვიდეოების უმეტესობა იყო აკრძალული სატელევიზიო შოუები და ფილმები[62][63]. პარტნიორი ანგარიშები არიან ნებადართულნი, რომ ატვირთონ 10 წუთზე გრძელი ვიდეოები[64].
იუთუბის მხარს უჭერს ვიდეოების ბევრ ფორმატს, მათ შორის .WMV, .AVI, .MKV, .MOV, MPEG, .MP4, DivX, .FLV და.OGG. იგი ასევე მხარს უჭერს 3GP ფორმატს და საშუალებას გვაძლევს ავტვირთოთ ვიდეოები პირდაპირ მობილური ტელეფონიდან[65].
ვიდეოს ხარისხი[რედაქტირება]
იუთუბი თავდაპირველად გვთავაზობდა ვიდეოებს მხოლოდ ერთ ფორმატში, მაგრამ ახლა მას აქვს სამი მთავარი ფორმატი, ისევე როგორც "მობილურის" ფორმატი, ვიდეოების მობილურ ტელეფონში სანახავად. ორიგინალი ფორმატი, ახლა დარქმეული "სტანდარტული ხარისხი" წარმოადგენს ვიდეოს 320x240 პიქსელის გაფართოებით და იყენებსSorenson Spark-ის კოდეკს მონო MP3 აუდიოთი[66]. ეს იყო სტანდარტი ონლაინ ვიდეოებისათვის
"მაღალი ხარისხის" ვიდეოები გამოჩნდა 2008 წლის მარტში და აჩვენებდა ვიდეოს 864x480 პიქსელით სტერეო AACხმით[67]. ეს ფორმატი სტანდარტული ხარისხისგან მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. 2008 წლის ნოემბერში, 720p HD-ს მხარდაჭერა დაემატა[68]. ერთდროულად, იუთუბის დამკვრელი შეიცავალა 4:3 თვალთახედვის პროპორციიდან ფართო ეკრანიან 16:9-ზე. 720p ვიდეოები არის ნაჩვენები 1280x720 პიხელის გაფართოებით და შეიცავს H.264 ვიდეო კოდეკს. ის ასევე შეიცავს სტერეო აუდიო AAC ფორმატს. 2009 წლის ნოემბერშიიუთუბს მაღალხარისხიანი 1080p-ის მხარდაჭერა დაემატა. 2010 წლის ივლისში იუთუბმა განაცხადა, რომ მან გაუშვა ვიდეოების გაფართოება 4k ფორმატით, რომელიც საშუალებას აძლევს ვიდეოს გაფართოებას 4096x3072 პიქსელამდე.[69][70]
იუთუბის ვიდეოები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხარისხის ეტაპებით. ძველი სახელები, როგორიცაა სტადარტული ხარისხი (SQ), მაღალი ხარისხი (HQ) და მაღალი გარჩევადობა (HD) შეიცვალა რიცხვითი მაჩვენებლით, რომელზეც გამოსახულია ვიდეოების ვერტიკალური გაფართოება.
| ftm შეფასება[1] | 5 | 34 | 35 | 18 | 22 | 37 | 38 | 43 | 45 | 17 | |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მთავარი საცავი | FLV | MP4 | WebM[71] | 3GP | |||||||
| ვიდეო | დაშიფვრა | Sorenson H.263 | MPEG-4 AVC (H.264) | VP8 | MPEG-4 Visual | ||||||
| მაქს. სიგანე (პიქსელი) | 400 | 640 | 854 | 480 | 1280 | 1920 | 4096 | 854 | 1280 | 176 | |
| მაქს სიმაღლე (პიქსელი) | 240 | 360 | 480 | 360 | 720 | 1080 | 3072 | 480 | 720 | 144 | |
| ბიტრეიტი[2] (Mbit/s) | 0.25 | 0.5 | 0.8 - 1 | 0.5 | 2 | 3.5 - 5 | – | – | – | – | |
| აუდიო | დაშიფვრა | MP3 | AAC | Vorbis | AAC | ||||||
| არხები | 1–2 | 2 (stereo) | |||||||||
| შერჩევის სიხშირე (Hz) | 22050 | 44100 | 48000 | 44100 | |||||||
| ბიტრეიტი[2] (kbit/s) | – | – | – | – | – | – | – | 96 | 128 | – | |
^ 1 fmt was an undocumented URL parameter that allowed selecting YouTube quality mode without using player user interface. Since December of 2010 this parameter is no longer supported.
^ 2 Approximate values based on statistical data; actual bitrate can be higher or lower due to variable encoding rate.[72][73][74][75]
^ 2 Approximate values based on statistical data; actual bitrate can be higher or lower due to variable encoding rate.[72][73][74][75]
3D ვიდეოები[რედაქტირება]
ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 21 ივლისს[76], იუთუბის პროგრამების ინჟინერი, პიტერ ბრედშოუ აცხადებს, რომ იუთუბის მომხმარებლებს უკვე შეუძიათ ატვირთონ 3D ვიდეოები. ვიდეოებს შეგვიძლია ვუყურათ ნორმალური გზით, ხოლო რომ მივიღოთ 3D ეფექტი, უნდა გვეკეთოს სპეციალური სათვალეები[77][78][79].
HTML5 ვიდეოები[რედაქტირება]
იუთუბი ამჟამად ტესტირებას უკეთებს HTML5 ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც ვიდეოების ყურება შესაძლებელია Adobe Flash Player-ის გარეშე[80][81]. იუთუბის საიტზე არის გვერდი, სადაც შესაძლებელია HTML5-ს ფუნქციების გამოცდა მხარდაჭერილი ბრაუზერით[82].
შიგთავსთან მისაწვდომობა[რედაქტირება]
იუთუბის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებლებმა ნახონ ვიდეოები საიტის გამოყენების გარეშე. თითოელი იუთუბის ვიდეო არის წარმოდგენილი HTML-ის ნაწილითან ერთად, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ აჩვენოს ვიდეოების იუთუბის საიტის გარეთ. ეს ფუნქცია ძირითადად გამოყენებულია სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში[83] .
იუთუბი ხშირად არ გვთავაზობს ვიდეოების გადმოსაწერ ლინკს. ეს განზრახულია იმისთვის, რომ ვიდოებს ვუყუროთ საიტის მეშვეობით[84]. ვიდეოების პატარა რაოდენობა, როგორიცაა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოველკვირეული მიმართვა, შესაძლებელია გადმოწეროთ MP4 ფორმატში[85]. პროგრამებითა და ბრაუზერის პლაგინების მეშვეობით შესაძლებელია ვიდეოების გადმოწერა[86]. 2009 წლის თებერვალში, იუთუბმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალ ტესტირებად სერვისზე, რომლის მეშვეობით იუთუბი ნებას დართავს პარტნიორ კომპანიებს, რომ გადმოწერონ ვიდეოები უფასოდ ან ფასიანად Google Checkout-ის მეშვეობით[87].
პლატფორმები[რედაქტირება]
ზოგ სმარტ ფოუნს აქვს იუთუბის ვიდეოების ჩვენების შესაძლებლობა, დამოკიდებულია პროვაიდერზე. იუთუბის მობილურმა ვერსიამ მუშაობა დაიწყო 2007 წლის ივნისში და იყენებს RTSP ვიდეობისათვის[88] იუთუბის ყველა ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი საიტის მობილურ ვერსიისთვის[89].
2007 წლის ივნისიდან, იუთუბის ვიდეოები ხელმისაწვდომია სანახავად ეპლის სხვადასხვა პროდუქტისათვის. ვიდეოების ნახვა შესაძლებელია Apple TV-სა დაiPhone-ზე[90]. TiVo სერვისი განახლდა 2008 წლის ივლისში, და საშუალებას იძლევა მოძებნოთ და ნახოთ იუთუბის ვიდეოები[91]. 2009 წლის იანვარში, იუთუბმა აამუშავა "YouTube for TV", რომელიც საიტის ვერსიაა სპეციალურად შექმნილი set-top boxes-ისა და სხვა ტელევიზიაზე დაფუძნებული მედია მოწყობილობებზე ვებ ბრაუზერებით. საწყის ეტაპზე, იგი საშუალებას იძლეოდა, რომ გვენახა ვიდეოები PlayStation 3-სა და Wii-ზე[92][93]. 2009 წლის ივნისში, YouTube XL-მა დაიწყო მუშაობა, რომელსაც აქვს გამარტივებული დიზაინის ინტერფეისი ვიდეოების სტანდარტული ტელევიზიის ეკრანზე გამოსაჩენად[94]
ლოკალიზაცია[რედაქტირება]
2007 წლის 19 ივნისს, გუგლის CEO ერიკ შმიდტი იყო პარიზში, იმისთვის რომ გაეშვა ახალი ლოკალიზაციის სისტემა[95]. საიტის სრული ინტერფეისი ახლა ხელმისაწვდომია ლოკალიზირებული ვერსიით 22 ქვეყანაში:
No comments:
Post a Comment